ირან-ერაყის საზღვარზე 7,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 200-მდე გაიზარდა, 1600 კი დაშავდა.
ყველაზე მეტი მსხვერპლი და ნგრევა ქერმანშაჰისა და ილამის პროვინციებში დაფიქსირდა.
ირანის პრეზიდენტმა ჰასან რუჰანიმ დაშავებულებისთვის დახმარების გაწევაზე განკარგულება გასცა.