logo_geo
eng_logo
აშშ „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ სამხედრო კამპანიის გაფართოებისთვის ემზადება
- +

18 აპრილი. 2016. 13:06


„ნიუ იორკ თაიმსის" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის ბარაქ ობამას ადმინისტრაცია „ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ სირიასა და ერაყში სამხედრო კამპანიის გაფართოებისთვის ემზადება.



გავრცელებული ცნობით, ვაშინგტონი გეგმავს სპეციალური ოპერაციის ძალების გაზრდას, რომლებიც სირიელ ამბოხებულებს რჩევებით და წვრთნებით დაეხმარებიან. ერაყში იგეგმება დამატებით სამხედრო ვერტმფრენების გაგზავნა.


ამერიკული გამოცემის ცნობით, სამხედრო კამპანიის გაფართოებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ აშშ-ში უახლოეს დღეებში განაცხადებენ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner