logo_geo
eng_logo
აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად აგდამსკის რაიონს სერიოზული ზიანი მიადგა
- +

16 ნოემბერი. 2017. 03:38



აზერბაიჯანში მიწისძვრის შედეგად აგდამსკის რაიონს სერიოზული ზიანი მიადგა, - ამის შესახებ ინფორმაციას, სამთავრობო უწყებებზე დაყრდნობით, აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.


მათი ინფორმაციით, მიწისძვრას მსხვერპლი არ მოჰყოლია. აგდამსკის რაიონში საცხოვრებელი სახლები დაიბზარა, ერთ-ერთი სახლი კი მთლიანად ჩამოინგრა.


აზერბაიჯანული მედიის ცნობით, აგდამსკის რაიონის სოფელ გუზანლიში ტრანსფორმატორი აფეთქდა.


ვითარების ადგილზე შესასწავლად შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც რაიონში სახლებს ამოწმებს.


აზერბაიჯანში 5.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა რამდენიმე საათის წინ მოხდა. ამერიკის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ბარდას სამხრეთ-აღმოსავლეთით, 20 კილომეტრში, 9.7 კილომეტრის სიღრმეში იყო.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner