logo_geo
eng_logo
დიმიტრი ქუმსიშვილი: ეკონომიკაზე ინსტიტუციური რეფორმები დადებითად მოქმედებს
- +

29 ნოემბერი. 2017. 13:45


თბილისის აბრეშუმის გზის ფარგლებში, საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მონაწილეობა მიიღო სესიაში „საქართველოს საინვესტიციო და სავაჭრო შესაძლებლობები", რომლის დროსაც მან ფორუმის მონაწილეებს საქართველოს ეკონომიკური ვითარებისა და მთავრობის რეფორმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.


პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, 2014 წლიდან მოყოლებული საქართველოს მშპ-ის ზრდის ტემპი დადებითი ტენდენციით ხასიათდება და 2017 წლის 9 თვეში მან უკვე  4,9 პროცენტიან ზრდას მიაღწია. მისი თქმით, საქართველოს ეკონომიკა ხდება უფრო და უფრო ძლიერი და მასზე დადებითად მოქმედებს ის ინსტიტუციური რეფორმები, რომლებიც საქართველოში ხორციელდება.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner