თურქეთის ხელისუფლებამ ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირში ბრალდებით 50 ადამიანი, მათ შორის სამხედრო მფრინავები დააკავა.
გიულენის ორგანიზაციასთან კავშირში ბრალდებული 66 პირის დაკავების ორდერები პროვინცია ესკიშეჰირის პროკურატურამ გასცა. კიდევ 16 პირის დაკავების ოპერაცია მიმდინარეობს.