logo_geo
eng_logo
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ ვარძიის კომპლექსზე ჩატარებული სამუშაოს ანგარიში წარადგინა
- +

1 დეკემბერი. 2017. 20:56



საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ საერთაშორისო კონფერენციის ფორმატში, საზოგადოებას ვარძიის კომპლექსზე შესრულებული სამუშაოს სპეციალური ანგარიში და მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე მომავალ წლებში დასაგეგმი ღონისძიებები წარუდგინა.


სააგენტოს ცნობით, კვლევების საფუძველზე შემუშავებული საკონსერვაციო გეგმის მიხედვით განხორციელდა კლდოვანი მასივების სტრუქტურული გამაგრება, გაიწმინდა და დამთვალიერებელთათვის გაიხსნა ვარძიის კლდეში ნაკვეთი კომპლექსის რვა იარუსიანი ახალი უბანი, მოწესრიგდა ტურისტული ინფრასტრუქტურა. სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე ფიზიკური სამუშაოების მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე დასრულებულია.


ერთდღიანი კონფერენცია, რომელიც უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალის საინფორმაციო სივრცეში გაიმართა, 20-ზე მეტი საერთაშორისო, სახელმწიფო, სამეცნიერო და კერძო ორგანიზაცია გააერთიანა.


კონფერენციის მომხსენებლებმა ისაუბრს ვარძია-ხერთვისის კულტურული ლანდშაფტის კვლევის, დაცვისა და მართვის გაუმჯობესების მიმართულებით განსახორციელებელ ქმედებებზე.


ვარძიის უნიკალური კომპლექსის გადასარჩენად სახელმწიფო პროგრამა 2014 წელს ამოქმედდა, რომელიც წამყვანი საერთაშორისო და ქართული ინსტიტუციების მჭიდრო თანამშრომლობით წარიმართა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner