უკრაინაში დაკავებულ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც ამ დრომდე ავტომობილში იმყოფება, სასწრაფო დახმარება დასჭირდა. მასთან ექიმები იმყოფებიან და პირველად დახმარებას აღმოუჩენენ.
უკრაინის გენერალური პროკურორის იური ლუცენკოს განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის გუნდის დაფინანსებას უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის წარმომადგენლები ახორციელებდნენ. მისი თქმით, აღნიშნული მიზნებისათვის მიხეილ სააკაშვილის გარემოცვამ დაახლოებით 500 ათასი აშშ დოლარი მიიღო.