logo_geo
eng_logo
უკრაინის გენპროკურორი: სააკაშვილის აქციების მიზანი უკრაინაში ხელისუფლების დამხობა იყო!
- +

6 დეკემბერი. 2017. 00:45


 

„მიხეილ სააკაშვილის აქციების მიზანი უკრაინაში ხელისუფლების დამხობა იყო", - ამის შესახებ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა იური ლუცენკომ განაცხადა.


მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის გუნდის დაფინანსებას უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის წარმომადგენლები ახორციელებდნენ. კერძოდ, მან დაასახელა გაქცეული ოლიგარქი, სერგეი კუჩენკო.


როგორც ლუცენკომ განაცხადა, აღნიშნული მიზნებისათვის მიხეილ სააკაშვილის გარემოცვამ დაახლოებით 500 ათასი აშშ დოლარი მიიღო.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner