უკრაინის გენპროკურორმა იური ლუცენკომ უმაღლესი რადას სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ პატიმრობიდან მიხეილ სააკაშვილის გაქცევის საქმის ფიგურანტი რვა სახალხო დეპუტატია.
„სისხლის სამართლის საქმედ მივიჩნევთ ყველა პირის ქმედებას, რომლებიც ხელს უშლიდნენ იმ ქმედებებს, რომლებიც მიმართული იყო უკრაინის სახელმწიფოს დაცვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სამართალდამცველების წინააღმდეგ. მათ შორის არიან სახალხო დეპუტატები", - განაცხადა იური ლუცენკომ.
მანვე დააზუსტა, რომ ამ დროისთვის ეჭვის შესახებ ვერ ისაუბრებს, მაგრამ, მისი თქმით, ამ რვა დეპუტატს გამოძიება აუცილებლად მიიწვევს და შეფასებას მისცემს მათ ქმედებას, რომლითაც გამოიწვიეს ადამიანის პატიმრობიდან გაქცევა, რომელიც ეჭვმიტანილია უკრაინის წინააღმდეგ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში.