logo_geo
eng_logo
ცხრა ობიექტს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა
- +

6 დეკემბერი. 2017. 22:49



საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის საფუძველზე, რამდენიმე ობიექტს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.


ნიკოლოზ ანთიძის ბრძანების საფუძველზე კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების ჩამონათვალს დაემატა შემდეგი ობიექტები:


თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის, სოფელ გოხნარში მდებარე XI - XII საუკუნეების აძიკვის წმ. გიორგის ეკლესია და სამაროვანი; ეგნატე ნინოშვილის სახლ-მუზეუმი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ არჩეულში;


ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ნავარძეთში მდებარე წმ. გიორგის სახელობის ეკლესია;


მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ნავდარაანთკარი - გვიანი შუა საუკუნეების ნავდარაანთკარის ნასოფლარი; ქ. ბორჯომი, დ. აღმაშენებლის ქუჩა, XX საუკუნის 70-იანი წლები - პავილიონი/ავტობუსის გაჩერება; გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეების სახლ-მუზეუმი, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელი ჭყვიში, 1848 წელი, XIX საუკუნის მეორე ნახევარი; ნებოძირის კოშკი - ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელი ნებოძირი, XVII-XVIII საუკუნეები; ონიანის კოშკი და მაჩუბი - ლენტეხის მუნიციპალიტეტი, სოფელი ჩუკული, უბანი „ნაკიშერი",გვიანი შუა საუკუნეები; დაბა სტეფანწმინდის №1 საჯარო სკოლის გერგეტის უბნის დაწყებითი სკოლა - ყაზბეგის მუნიციპალიტეტი, დაბა სტეფანწმინდა, გერგეტის უბანი, 1887 წელი.


საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ბრძანება დღეს, 6 დეკემბერს საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნდა და ძალაში გამოქვეყნებისთანავე შევიდა.










 

right_banner right_banner
არქივი
right_banner