logo_geo
eng_logo
ჩეხეთმა დასავლეთ იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა
- +

7 დეკემბერი. 2017. 21:18



აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ისრაელის დედაქალაქად იერუსალიმის აღიარებასთან დაკავშირებით ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო უწყებამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც დასავლეთ იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქადაა აღიარებული.


განცხადებაში აღნიშნულია, რომ საუბარი მიდის მხოლოდ დასავლეთ იერუსალიმზე და არ მოიცავს იერუსალიმის აღმოსავლეთ ნაწილს. ასევე აღსანიშნავია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ევროკავშირის პოზიციის შემუშავებისას უნგრეთმა ტექსტში დაბლოკა დებულება, რომელიც აშშ-ს ნაბიჯთან დაკავშირებით „სერიოზულ აღშფოთებას" გამოხატავდა. უნგრეთის პოზიციის გამო აღნიშნული განცხადება არა ევროკავშირის 28 წევრი ქვეყნის, არამედ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის, ფედერიკა მოგერინის სახელით გავრცელდა.


შეგახსენებთ, 6 დეკემბერს, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იერუსალიმში, ისრაელის დედაქალაქად ოფიციალურად აღიარა და განაცხადა, რომ ამერიკის საელჩო თელ-ავივიდან იერუსალიმში გადადის. გადაწყვეტილებას საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან მკაცრი რეაგირება მოჰყვა. თურქეთის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება დაგმო. მისი თქმით, ეს „დაპირისპირებას გამოიწვევს და არა შერიგებას".


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner