logo_geo
eng_logo
მარტინ შულცი: ევროკავშირი ევროპის შეერთებულ შტატებად უნდა იქცეს
- +

8 დეკემბერი. 2017. 11:14



ევროპარლამენტის ყოფილი პრეზიდენტის, სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერის მარტინ შულცის განცხადებით, 2025 წლისთვის ევროკავშირი ევროპის შეერთებულ შტატებად უნდა იქცეს.


მისი თქმით, უნდა შეიქმნას ევროპის ახალი კონსტიტუცია, ხოლო ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ამ კონსტიტუციას არ მიიღებს, ავტომატურად უნდა გაირიცხოს ევროკავშირიდან.

 

„ჩემი სურვილია ახალი საკონსტიტუციო ხელშეკრულების მიღება, რომელიც შექმნის ევროპის შეერთებულ შტატებს. ევროპა, რომელიც საფრთხეს არ წარმოადგენს თავისი წევრი ქვეყნებისთვის, არამედ დამატებით სარგებელს წარმოადგენს", - განაცხადა მარტინ შულცმა სოციალ-დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას.











 

right_banner right_banner
არქივი
right_banner