ევროპარლამენტის ყოფილი პრეზიდენტის, სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერის მარტინ შულცის განცხადებით, 2025 წლისთვის ევროკავშირი ევროპის შეერთებულ შტატებად უნდა იქცეს.
მისი თქმით, უნდა შეიქმნას ევროპის ახალი კონსტიტუცია, ხოლო ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ამ კონსტიტუციას არ მიიღებს, ავტომატურად უნდა გაირიცხოს ევროკავშირიდან.
„ჩემი სურვილია ახალი საკონსტიტუციო ხელშეკრულების მიღება, რომელიც შექმნის ევროპის შეერთებულ შტატებს. ევროპა, რომელიც საფრთხეს არ წარმოადგენს თავისი წევრი ქვეყნებისთვის, არამედ დამატებით სარგებელს წარმოადგენს", - განაცხადა მარტინ შულცმა სოციალ-დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას.