logo_geo
eng_logo
უკრაინის გენპროკურორი: სააკაშვილი დროებითი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი
- +

9 დეკემბერი. 2017. 01:02



უკრაინის გენერალური პროკურორი იური ლუცენკო ოდესის ოლქის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის დაკავებას ადასტურებს. ამის შესახებ ლუცენკო სოციალურ ქსელში წერს.


„ძებნის შესახებ დადგენილების მიხედვით, ნაციონალური პოლიციის თანამშრომლებმა დაადგინეს მიხეილ სააკაშვილის ადგილსამყოფელი ქალაქ კიევის ოტრადნაიას ქუჩაზე და დააკავეს ის. ის დროებითი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. დაგეგმილია საგამოძიებო მოქმედებები და მიმართვა სასამართლოში აღკვეთის ღონისძიებისთვის", - დაწერა იური ლუცენკომ.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner