უკრაინის გენერალური პროკურორი იური ლუცენკო ოდესის ოლქის გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის დაკავებას ადასტურებს. ამის შესახებ ლუცენკო სოციალურ ქსელში წერს.
„ძებნის შესახებ დადგენილების მიხედვით, ნაციონალური პოლიციის თანამშრომლებმა დაადგინეს მიხეილ სააკაშვილის ადგილსამყოფელი ქალაქ კიევის ოტრადნაიას ქუჩაზე და დააკავეს ის. ის დროებითი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. დაგეგმილია საგამოძიებო მოქმედებები და მიმართვა სასამართლოში აღკვეთის ღონისძიებისთვის", - დაწერა იური ლუცენკომ.