უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი ზორიან შკირიაკი ოდესის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის ოპოზიციის ლიდერად მოხსენიებას უკრაინის დაცინვად აფასებს.
„ძალიან გთხოვთ, ნუ უწოდებთ ამ არსებას ლიდერს და მით უფრო ოპოზიციის ლიდერს, ნუ დასცინით უკრაინას. ეს არსება იანუკოვიჩის სისხლიანი ფულებით მოქმედებს", - აღნიშნა ზორიან შკირიაკმა „რუსთავი 2"-ის ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, თუ რამდენად სამართლიანად განხორციელდა უკრაინის ერთ-ერთი ოპოზიციური ძალის ლიდერის დაკავება.