logo_geo
eng_logo
უკრაინული მედიის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი ლუგანსკის პოლიციის ყოფილი უფროსის სახლში დააკავეს
- +

9 დეკემბერი. 2017. 12:14

 

მიხეილ სააკაშვილი ლუგანსკის პოლიციის ყოფილი ხელმძღვანელის სახლში დააკავეს. „hromadske.ua"-ს ინფორმაციით, პოლიციის ყოფილმა მაღალჩინოსანმა, იური პოკინბოროდამ ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ის ოდესის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზე საუბრობს. პოლკოვნიკ პოკინბოროდას ინფორმაციით, ის სააკაშვილთან ერთად უნდა დაეკავებინათ, თუმცა გუშინ არ დააკავეს.


პოკინბოროდას სახლში სამართალდამცველებმა ჩხრეკა ჩაატარეს.


„კანონის თანახმად, მე მიხეილ სააკაშვილთან ერთად უნდა წავეყვანე წინასწარი დაკავების იზოლატორში, მაგრამ მე არ დამაკავეს. ჩაატარეს ჩხრეკა, გადმომცეს ოქმი ნივთების ამოღების შესახებ, რომელიც ჩემი ბინიდან ამოიღეს, მაგრამ არ დამაკავეს", - განაცხადა პოლიციის ყოფილმა მაღალჩინოსანმა.


მიხეილ სააკაშვილი გუშინ კიევში, ერთ-ერთ ქუჩაზე საცხოვრებელ ბინაში დააკავეს. ის ამჟამად წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლის საფუძველზე, რაც გულისხმობს ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფებისთვის ხელშეწყობას.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner