logo_geo
eng_logo
ილჰამ ალიევის შვილმა თბილისში გამოფენა გახსნა
- +

10 დეკემბერი. 2017. 03:11

 

ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა საზოგადოებრივ გაერთიანება IDEA-სთან ერთად საქველმოქმედო საგამოფენო პროექტ LIVE LIFE-ს უმასპინძლა, რომლის ინიციატორი, იდეის ავტორი და ერთ-ერთი მონაწილე მხატვარი და გარემოს დამცველი ლეილა ალიევაა.


11 თანამედროვე აზერბაიჯანელი და ქართველი მხატვრის ტილოები და ინსტალაციები ერთ სივრცეში მსოფლიოში არსებულმა ეკოლოგიურმა პრობლემებმა გააერთიანა: ლეილა ალიევა, ოლეგ ტიმჩენკო, დავით ალექსიძე, გიგა კობიძე, დავით „დანტე" მჭედლიშვილი, მარიამ ალაქბარლი, რახიმ ჩოპუროვი, აილალ ჰეიდაროვა, ტიმურ ოზდამიროვი, ნაილა სულთანი და ფიდან ნოვრუზოვა.


გამოფენას თან ერთვის ინფორმაცია მსოფლიოში არსებული ეკოლოგიური პრობლემების შესახებ, ხოლო ციფრები ფლორისა და ფაუნის განადგურების საფრთხეს ასახავს. ლეილა ალიევას აღმოსავლური ორნამენტებით შესრულებული ნახატების გასწვრივ კედელზე წერია, რომ დღეს მსოფლიოში 100 ათასი აზიური სპილოდან 35 ათასი დარჩა, მილიონი აფრიკული სპილოდან კი მხოლოდ 500 ათასი.


პროექტი LIVE LIFE თბილისამდე ბერლინის, ლონდონის, პარიზის, მოსკოვისა და ბიენალეს ფესტივალზე გამოიფინა.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner