უკრაინის შს მინისტრის მრჩეველმა ზორიან შკირიაკმა საქართველოს ექს-პრეზიდენტის დაკავების შემდეგ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი რუსეთში მყოფი დევნილი უკრაინელი ექს-პრეზიდენტის იანუკოვიჩის ფინანსებით მოქმედებს.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის იური ლუცენკოს განცხადებით, სააკაშვილის დაკავებით „სისხლისღვრა აიცილეს თავიდან".
სააკაშვილს უკრაინის მართლმსაჯულება სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას ედავება.