logo_geo
eng_logo
მიხეილ სააკაშვილს უკრაინის პროკურატურა ბრალს უახლოეს საათებში წარუდგენს
- +

11 დეკემბერი. 2017. 01:22



საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს უკრაინის პროკურატურა ბრალს უახლოეს საათებში წარუდგენს, რის შემდეგაც საქმე სავარაუდოდ, პეჩერსკის სასამართლოს გადაეცემა.


რუსლან ჩერნოლუცკის ინფორმაციით, ამ დროისთვის ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი თავს კარგად გრძნობს. ადვოკატის ცნობით, სააკაშვილი დაკავებას შიმშილობით აპროტესტებს.


დღეს კიევში „ახალი ძალების მოძრაობის" ლიდერის მხარდამჭერების აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები შევჩენკოს პარკიდან მაიდანზე მსვლელობით გაემრთნენ სადაც პარტიის ლიდერებმა მხარდამჭერებს სიტყვით მიმართეს.


უკრანული მედიის ცნობით, აქციაში 8 000-მდე ადამიანი მონაწილეობდა. აქციის მონაწილეთა ნაწილმა მოგვიანებით უსაფრთხოების სამსახური შენობასთან გადაინაცვლა, სადაც სააკაშვილია დაკავებული.


აქცია უკრაინის გენერალურ პროკურატურასთან დასრულდა.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner