საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უკვე კიევის პეჩერსკის რაიონულ სასამართლოში იმყოფება. ამის შესახებ „უკრაინსკაია პრავდას" მისმა პრესმდივანმა განუცხადა.
ეს ინფორმაცია სააკაშვილის ადვოკატმა პაველ ბოგომაზოვმაც დაადასტურა.
უკრაინის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შესახებ დღეს უნდა იმსჯელოს. პროცესი სავარაუდოდ, თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყება.
სასამართლოში იმყოფება სააკაშვილის მეუღლე, საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი.