კონსერვატორიის დიდ დარბაზში ზურაბ ჟვანიას სახელობის „წინანდლის პრემიის" დაჯილდოების საზეიმო ცერემონია და გალა- კონცერტი მიმდინარეობს. 2017 წლის პრემიის ლაურეატები მეცნიერებისა და ხელოვნების 8 ნომინაციაში გამოვლინდებიან.
ღონისძიება პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გახსნა. ამ დროისთვის ორ ნომინაციაში გამარჯვებულები არიან ცნობილნი.
მხატვრულ ლიტერატურაში „წინანდლის პრემია" ცოტნე ცხვედიანს გადეცა; ხოლო პოეზიაში კი როინ აბუსელიძეს.
„ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ორგანიზატორს ვინც ეს პრემია დააწესა. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კონკურსი, რომელიც საშუალებას აძლევს ახალგაზრდა ავტორებს, რომ თავიანთი თავი გამოაჩინონ", - განაცხადა როინ აბუსელიძემ.