საქართველო წლის საუკეთესო გადასაღებ ქვეყნად აღიარეს. ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ეს სტატუსი ქვეყანამ ინდოეთში კინოფესტილავ Indywood Film Carnival-ზე მიიღო.
ფესტივალი წელს მესამედ გაიმართა და იგი კინოინდუსტრიის წარმომადგენლების დასაკავშირებლად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პლატფორმაა.
ღონისძიებაზე კინო ტურიზმის კატეგორიაში საქართველო წლის საუკეთესო გადასაღებ ქვეყნად აღიარეს, სპეციალური სერთიფიკატი კი ინდოეთში საქართველოს ელჩმა ჩაიბარა.
პროგრამა "გადაიღე საქართველოში" ეროვნული კინოცენტრისა და მეწარმეობის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით უკვე მეორე წელია მიმდინარეობს.
ამ ეტაპისთვის განხორციელებულია 9 კინო პროექტი, ქვეყანაში კი ინვესტიციის სახით შემოსულია 15 მილიონამდე ლარი.