logo_geo
eng_logo
იერუსალიმში ისრაელის პოლიციასა და პალესტინელ აქტივისტებს შორის შეტაკებები მიმდინარეობს
- +

15 დეკემბერი. 2017. 16:48



იერუსალიმში ისრაელის პოლიციასა და პალესტინელ აქტივისტებს შორის შეტაკებები მიმდინარეობს.


დღეს პალესტინელთა ჯგუფმა დამასკოს კარიბჭესთან მდებარე მოედანზე აქცია გამართა. ისინი ანტიისრაელურ ლოზუნგებს სკანდირებდნენ და პოლიციელებთან ჩხუბობდნენ.


პოლიციელებმა მათი მოედნიდან განდევნა მოახერხეს და დამასკოს კარიბჭის გასასვლელი გადაკეტეს, მაგრამ მომიტინგეებმა ჯაჭვი გაარღვიეს, რასაც შეტაკებები მოჰყვა.


ამჟამად არეულობა გრძელდება, აქციაში რამდენიმე ათეული ადამიანი მონაწილეობს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner