logo_geo
eng_logo
დონალდ ტრამპმა მათ, ვინც რუსეთთან ურთიერთობის წინააღმდეგია, სულელები უწოდა
- +

17 დეკემბერი. 2017. 03:21

 


აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა „ტვიტერზე" დაწერა, რომ მას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან ჰქონდა შეხვედრა. მისი თქმით, მას პუტინთან აზია-წყნარი ოკეანის სამიტის ფარგლებში კარგი დისკუსია ჰქონდა.


როგორც ტრამპმა განაცხადა, პროგრესი უკვე არსებობს.


აშშ-ის პრეზიდენტმა „სულელები" უწოდა მათ, ვინც რუსეთთან კარგი ურთიერთობის წინააღმდეგია.


„როდესაც სულელები და მოძულეები მიხვდებიან, რომ რუსეთთან კარგი ურთიერთობა  კარგია და არა ცუდი, მე ჩრდილოეთ კორეაში, სირიასა და უკრაინაში კრიზისებს აღმოვფხვრი, ასევე აღმოვფხვრი ტერორიზმის პრობლემას და ამაში დახმარება რუსეთს შეუძლია", - განაცხადა ტრამპმა.










 

right_banner right_banner
არქივი
right_banner