დღეს ჩილეში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდება. მოქალაქეები გადაწყვეტენ თუ ვინ უხელმძღვანელებს ქვეყანას 2018-2022 წლებში.
მეორე ტურში გავიდნენ ყოფილი პრეზიდენტი სებასტიან პინიერა და მემარცხენე-ცენტრისტი სენატორი ალეხანდრო გილიერი. ბოლო მონაცემებით, პინიერამ პირველ ტურში ხმათა 36,64% მიიღო, ხოლო გილიერმა - 22,70%. პირველივე ტურში გამარჯვებისთვის მათ ამომრჩევლების 50%-ზე მაღალი მხარდაჭერა სჭირდებოდათ.
არჩევნების პირველ ტურში დაბალი აქტივობა იყო. ჩილეს საარჩევნო ადმინისტრაციის ინფორმაციით, კენჭისყრაში 6,7 მილიონი ადამიანი მონაწილეობდა, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ხმის მიცემის უფლება 14,3 მილიონ მოქალაქეს აქვს.
მესამე ადგილზე გავიდა ჩილეს პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, მემარცხენე კოალიციის "ფარტო ფრონტის" წარმომადგენელი ბეატრის სანჩეს მუნიოსი, რომელმაც არჩევნების მეორე ტურში მხარი გილიერის კანდიდატურას დაუჭირა.