logo_geo
eng_logo
ალექსანდრ ლუკაშენკო: გაიგოს რუსეთმა, რომ ჩვენ არ ვიქნებით ხელის ბიჭივით!
- +

21 აპრილი. 2016. 17:40



ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო რუსეთის მთავრობას რესპუბლიკების სუვერენტიტეტის და დამოუკიდებლობის სტატუსი გათვალისწინებისკენ მოუწოდებს. აღნიშნულ ინფორმაციას „ბიბისი" ავრცელებს. მისივე ინფორმაციით, ლუკაშენკო რუსეთს მინსკის სტრატეგიულ პარტნიორად მიიჩნევს, თუმცა აცხადებს, რომ ბელარუსი „ხელის ბიჭივით არასდროს იქნება".

                 

„მინდა, რომ რუსებმა და განსაკუთრებით ქვეყნის ხელისუფლებამ გაიგოს, რომ ჩვენ არ ვიქნებით ხელის ბიჭივით. ჩვენ დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო ვართ და ვცხოვრობთ თქვენთან ერთად, ერთსა და იმავე სახლში, თუმცა, გვაქვს საკუთარი ბინა. პატარა, თუმცა, საკუთარი ბინა", - განაცხადა ლუკაშენკომ.


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner