logo_geo
eng_logo
გამოვლინდა საუკეთესო საგუნდო ნაწარმოებები
- +

21 დეკემბერი. 2017. 20:46



საქართველოს კომპოზიტორთა შემოქმედებით კავშირში 21 დეკემბერს გაიმართა კონკურსი საუკეთესო მუსიკალური ნაწარმოების გამოსავლენად, ნომინაციაში „საგუნდო ნაწარმოები".


საკონკურსო ჟიური ხუთი წევრისგან შედგებოდა - კომპოზიტორები გიორგი ჩლაიძე, ეკა ჭაბაშვილი, მუსიკისმცოდნე რუსუდან თაყაიშვილი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის აკადემიური გუნდის დირიჟორობის მიმართულების პროფესორი ლია ჭონიშვილი, საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელის მთავარი ქორმაისტერი არჩილ უშვერიძე. საკონკურსოდ  წარმოდგენილი 21 ნაწარმოებიდან ჟიურიმ 3 საუკეთესო გამოავლინა - ომარ მინდორაშვილის „ეპიტაფია სვეტიცხოვლის აღმშენებლისა" შერეული გუნდისთვის, ხუტა ბერულავას ლექსზე (I პრემია), რუსუდან ხორავას „დაზამთრების შარიშური გაისმის", ბიეტა აბშილავას ლექსზე (II პრემია), მაკა ვირსალაძის სიმღერა შერეული გუნდისთვის „სოფლისა წესი ასეა", ვაჟა-ფშაველას ლექსზე. ჟიურის გადაწყვეტილებით სპეციალური პრიზით „საბავშვო საგუნდო სიმღერა" დაჯილდოვდა კახა ცაბაძის „მოგვეცით გზა" ალექსანდრე (დათო) ქოქრაშვილის ლექსზე.


პროექტის მიზანია საკომპოზიტორო შემოქმედების სტიმულირება, საუკეთესო ნიმუშების გამოვლენა და საგუნდო კოლექტივების რეპერტუარის გამდიდრება თანამედროვე ახალი ნაწარმოებებით.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner