logo_geo
eng_logo
ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში ქართული საახალწლო ტრადიციების საღამო გაიმართება
- +

25 დეკემბერი. 2017. 11:55



ჩიჩილაკის წარმოშობის ისტორიის გარდა, კიდევ რა უკავშირდება წმინდა ბასილ დიდის სახელს? როგორ აცხობდნენ „ბასილა პურებს" საქართველოში? როგორ უხალისებდნენ უფროსები ბავშვებს უთოვლო დღესასწაულს? რა რიტუალები სრულდებოდა საახალწლოდ?


26 დეკემბერს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში საახალწლო და საშობაო ქართულ ტრადიციებსა და ბევრ სხვა საინტერესო ისტორიაზე ისაუბრებენ ფოლკლორისტი ეთერ თათარაიძე და ეთნომუსიკოლოგი ნანა ვალიშვილი.


სპეციალური მოწვევით საღამოს მუსიკალურად გააფორმებენ ედიშერ და გიგი გარაყანიძეების სახელობის ფოლკლორულ-ეთნოგრაფიული სტუდია „ამერ-იმერი" მოსწავლეები.


დასაწყისი 17:00 საათზე.


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner