ადვოკატი ტარიელ კიკნაძე გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ჰიპერმარკეტ „გორგიას" მფლობელის გია გორგოშაძის გახმაურებულ საქმესთან დაკავშირებით საუბრობს. კიკნაძე ამბობს, რომ საქმე გვაქვს სისხლის სამართლის დანაშაულთან.
„დოკუმენტის შინაარსის შესწავლით მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ მოცემულ სიტუაციაში საქმე გვაქვს სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენასთან, კერძოდ, თაღლითობასთან. დოკუმენტის სათაურია „ადმინისტრაციული სარჩელი", რეალურად კი, მისი შინაარსიდან გამომდინარე, იგი უნდა იყოს ხელწერილი, თუმცა, დოკუმენტისთვის სრულიად უადგილოდ „ადმინისტრაციული სარჩელის" დარქმევაც ცოლის, ნინო დარსალიას შეცდომაში შეყვანას ემსახურება. მოცემულ შემთხვევაში საქმე არ გვაქვს არც ადმინისტრაციულ და არც სამოქალაქო დავასთან, სახეზეა სისხლის სამართლის დანაშაული", - ამბობს ტარიელ კიკნაძე.