logo_geo
eng_logo
2017 წელს ექსპორტი 29.1 %-ით გაიზარდა
- +

15 იანვარი. 2018. 11:58



საქსტატის მონაცემებით, 2017 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 10. 707 მლრდ  აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 13.8 %-ით მეტია.


ექსპორტი წლიურად 29.1%-ით გაიზარდა და 2.728 მილიარდს მიაღწია. 9.4%-იან ზრდას აჩვენებს იმპორტი, რომლის მოცულობა 7.979 მლრდ დოლარია.


საქსტატის ცნობით, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2017 წელს 5251.2 მილიონი აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 49.0%  შეადგინა.


საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები გამოქვეყნდება მიმდინარე წლის 22 იანვარს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner