საქსტატის მონაცემებით, 2017 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 10. 707 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 13.8 %-ით მეტია.
ექსპორტი წლიურად 29.1%-ით გაიზარდა და 2.728 მილიარდს მიაღწია. 9.4%-იან ზრდას აჩვენებს იმპორტი, რომლის მოცულობა 7.979 მლრდ დოლარია.
საქსტატის ცნობით, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2017 წელს 5251.2 მილიონი აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 49.0% შეადგინა.
საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები გამოქვეყნდება მიმდინარე წლის 22 იანვარს.