logo_geo
eng_logo
გელოვანის გამზირზე მიკროავტობუსი დაიწვა!
- +

15 იანვარი. 2018. 22:41



თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირზე გამთენიისას, ყვითელ მიკროავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა.


როგორც „თბილისის მიკროავტობუსის" საზოგადოებასთნ ურთიერთობის სამსახურში „ფორტუნას" განუცხადეს, ცეცხლი ელექტროგაყვანილობას გაუჩნდა.


მათივე ცნობით, 100 ნომერ მიკროავტობუსში შემთხვევის დროს, მგზავრები არ იმყოფებოდნენ. მძღოლი კი უვნებელი გადარჩა.


„ელექტროგაყვანილობის სისტემაში გაჩნდა უცებ ხანძარი. სხვა ყველაფერი ავტომობილს რიგზე ჰქონდა. მძღოლის გარდა მიკროავტობუსში არავინ იმყოფებოდა. მძღოლი უვნებელია", - განაცხადა ნათია მიქიაშვილმა.


 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner