logo_geo
eng_logo
ავთანდილ უნგიაძე: ისინი „აგეტნები“ არიან, რომელებიც ფულს იღებენ ქვეყნის დაღუპვაში!
- +

22 იანვარი. 2018. 23:49



„მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის" თავმჯდომარე ავთანდილ უნგიაძის შეფასებით, ახალგაზრდებში ძალადობრივი მუხტის მოჭარბების მიზეზი, ის ფსევდოლიბერალური ღირებულებებია, რასაც ამ იდეის მეხოტბეები ნერგავენ. როგორც მან „საქართველო და მსოფლიოსთან" საუბარში განაცხადა, მოზარდებში გავრცელებული  ძალადობის ფაქტების ფონზე, სკოლებში რელიგიური სწავლების დანერგვა აუცილებელია.

 

„სკოლებში, რელიგიის გაკვეთილების შემოღების საკითხს, ჩვენ წლების განმავლობაში ვაყენებდით და  საპატრიარქოშიც იყო ამის თაობაზე განცხადება. განათლების მინისტრის ეს ინიციატივა კი მისასალმებელია. ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალური, ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის შემდეგ გახდა.

 

მოზარდი თაობა, იმ ღირებულებებით ვერ იზრდება  რაც ჰუმანური ადამიანის ჩამოყალიბებას სჭირდება და სწორედ ეს არის იმ  მოჭარბებული აგრესიის მიზეზიც რაც ახალგაზრდა თაობაში არსებობს.  ქვეყანაში არ არსებობდა ნება, ახალგაზრდა თაობისთვის აღმზრდელობითი გეზის მიცემისა, არამედ პირიქით აღვივებენ ამ  აგრესიულ ფონს", - განაცხადა ავთანდილ უნგიაძემ.


უნგიაძის განმარტებით, სკოლებში მართლმადიდებლური სწავლების შემოტანა, სხვა რელიგიური კონფესიების შევიწროებას არ გამოიწვევს რადგანაც საგანი არჩევითი იქნება. მისი თქმით, ინდოქტრინაციაზე საუბარი ფსევდოლიბერალური ბოროტების მანქანის ნაწილია.


„თაობებს იმ ფასეულობებით ზრდიან, რომელიც ღმრთის შიშისკენ და კაცთმოყვარეობისკენ არ არის მიმართული და თუ განათლების სამინისტროს ახალი ხელმძღვანელობა რელიგიის სწავლებას სკოლებში შემოიტანს ეს პოზიტიურ შედეგებს მოგვცემს.

 

რაც შეეხება, სკოლებში მართლმადიდებლური სწავლების შემოტანა, ხელს შეუწყობს თუ არა ინდოქტრინაციას და მოხდება თუ არა სხვა რელიგიური უმცირესობების შევიწროება, ეს ფსევდოლიბერალების პოპულისტური არგუმენტია. მათი მიზანი სწორედ ღვთის შიშის, ზნეობის გარეშე აღზრდა და  მოზარდებში გარყვნილების დანერგვაა.

 

სხვა რელიგიური კონფესიების შევიწროებაზე საუბარი უსაფუძვლოა, რადგანაც საგანი იქნება არჩევითი.

 

ლიბერალები ეწინააღმდეგებიან ყველაფერს რაც ზნეობისაკენაა მიმართული და ეს ჩვენ არ გვიკვირს. მათი მიზანი თობების ეროვნული ცნობიერების, ზნეობის და სარწმუნოების გარეშე აღზრდაა. მაგრამ საბედნიეროდ ეს საზოგადოების მცირე ნაწილია და სამწუხაროა, რომ ხელისუფლება მათ დიდ ყურადღებას უთმობს.

 

ისინი დასავლეთიდან ფინანსდებიან და მათი მიზნები აშკარაა, ეს არის ერთი და იგივე ჯგუფი, რომელიც ყოველივე ღირებულს ეწინააღმდეგება. მათ დემაგოგიური, აბსურდული არგუმენტები აქვთ და ხელისუფლება თუ ფიქრობს ქვეყნის მომავალზე, მან საღი აზრის პოზიციიდან უნდა განსაჯოს და ერთი მუჭა არასამთავრობოების გავლენის ქვეშ არ მოექცეს",- აღნიშნა მშკ-ს თავმჯდომარემ.



ასევე, მისი თქმით, საზოგადოებრივი გაკიცხვის მექანიზმი უნდა ამოქმედდეს იმ ადამიანების წინააღმდეგ ვინც ყოველივე ეროვნულს ეწინააღმდეგება.


„საზოგადოებრივი გაკიცხვის მექანიზმი უნდა ამოქმედდეს და იმ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს,  ვინც თავის დროზე, სკოლებში რელიგიური  სწავლების ამოღებას ხელი შეუწყო და ახალგაზრდებში დამღუპველი ღირებულებები დანერგა.

 

ეს უმრავლესობის ხმაა, გაკიცხვის მექანიზმი მძლარვი სტრატეგიაა და ისინი ქვეყნის დაღუპვას ვერ გაბედავენ. ისინი არიან „აგეტნები" რომელებიც ფულს იღებენ ქვეყნის დაღუპვაში.

 

ყველამ უნდა გაიგოს, დღეს თუ სხვა მოკლეს, ხვალ, შეიძლება მისი შვილი აღმოჩნდეს მათ ადგილზე.

 

სამწუხაროდ, ქართველებს ასეთი ცნობიერება დაქვეითებული გვაქვს, და  „სხვისი ჭირი ღობის ჩხირიო" ამ ლოგიკით ვუდგებით. ეს არ არის სწორი და ეს ყველას შეეხება.

 

მთავარია, მინისტრის ეს განცხადება ლიტონი სიტყვები არ გამოდგეს და ჩანაფიქრს სისრულეში მოიყვანს",- აღნიშნა უნგიაძემ.


განათლების მინისტრ მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, სკოლებში, შესაძლოა რელიგიური სწავლების გაკვეთილები შემოიღონ.










 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner