დედაქალაქში ტრანზიტულ მოძრაობაზე, შესაძლოა, ჯარიმა 500 ლარამდე გაიზარდოს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის გამართულ სხდომაზე განაცხადა. აღნიშნული საკითხზე „საქართველო და მსოფლიო" საავტომობილო სფეროს ექსპერტს შალვა ოგბაიძეს ესაუბრა.
ექსპერტი მიიჩნევს, რომ ქალაქის მერის მიერ დაანონსებული სხვა არაფერია თუ არა, იმ დანაპირების შესრულების დასაწყისი, რაც წინასაარჩევნო კამპანიის დროს გაიცა, თანამოქალაქეების მიერ სოციალური დაკვეთით.
„საგზაო მოძრაობის წესების დაცვისთვის არსებობს, პირველი - სამძღოლო კულტურა, მეორე - საგზაო ნიშანი ანუ მოძრაობის ორგანიზაცია და მესამე, როდესაც არც ერთი ჭრის და არც მეორე ამისთვის არსებობს ჯარიმა, სხვა უკეთესი მთელს მსოფლიოში მოგონილი არ არის", - განაცხადა საავტომობილო სფეროს ექსპერტმა.
ოგბაიძე მიიჩნევს, რომ ქალაქში პრობლემებს ასევე წარმოშობს სადისტრიბუციო ავტომობილები და საყოფაცხოვრებო ნარჩენების გამტანი ტექნიკის, არასასურველი გრაფიკით მოძრაობა.
„ეს არის ერთიანი მთლიანი სტრატეგია, მათ შორის არის წესრიგის დამყარება ისეთ სფეროში, როგორიც არის ჩვენი თანამოქალაქეების სატოქსომოტორო სერვისის მიწოდება, სადაც არა მხოლოდ ჩვენი დედაქალაქის თანამოქალაქეები არიან დასაქმებული ", - განაცხადა ოგბაიძემ.
საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში სახელმწიფო ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და შესაბამისი უწყებები თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.