24 აპრილს სპორტის სასახლეში ეროს რამაზოტის კონცერტი ჩატარდა. ეს იყო დასაწყისი მუსიკალური პროექტისა „Check in Georgia". ახალ და ძველ ჰიტებს რამდენიმე ათასმა მელომანმა მოუსმინა.
სცენას რამაზოტის 70-კაციანი ჯგუფი 2 დღის განმავლობაში ამონტაჟებდა. მასშტაბური ვიზუალური სანახაობა კონცერტის ერთ-ერთი უმთავრესი ღირებულება იყო.
6 ათასამდე მაყურებელმა ნახა შეპირებული სამგანზომილებიანი ანიმაციური შოუ და ულამაზესი ვიზუალური ეფექტები.
პროექტს, ანონსის თანახმად, რობი ვილიამსი გააგრძელებს 27 აპრილს.