logo_geo
eng_logo
მერაბ ბოლქვაძე: „ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლების მასშტაბური პროექტი, ალბათ, ვარკეთილიდან უნდა დაიწყოს
- +

1 მარტი. 2018. 12:24



თბილისის გენგეგმის ჯგუფის წევრმა მერაბ ბოლქვაძემ „რეზონანსთან" საუბარში განაცხადა, რომ ამ ეტაპზე, „ხრუშჩოვკების" ჩანაცვლების პროექტის განხილვა მიმდინარეობს.

 

„ნამდვილად განვიხილავთ „ხრუშჩოვკების" საკითხს, თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ კონკრეტულ ტერიტორიებზე, როგორი უნდა იყოს მეთოდი და პრინციპი. მასშტაბური პროექტი, ალბათ, ვარკეთილიდან უნდა დაიწყოს, რადგან იქ უკვე რამდენიმე შენობა ძალიან ცუდ მდგომარეობაშია და ნგრევის პროცესი დაწყებულია.

 

ახალ კორპუსებს ექნება მიწისქვეშა სადგომები, რაც „ხრუშჩოვკებს" არ აქვთ. მიწისქვეშა სივრცე დაიტვირთება და ქუჩებში უადგილოდ გაჩერებული მანქანების პრობლემაც მოგვარდება", - განაცხადა მერაბ ბოლქვაძემ.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner