logo_geo
eng_logo
სოსო ჯაჭვლიანი: „ნაციონალებთან“ კოჰაბიტაციაში არასდროს შევსულვარ და არც შევალ!
- +

27 აპრილი. 2016. 12:42



„სოსო ჯაჭვლიანი „ნაციონალებთან" კოჰაბიტაციაში არასდროს შესულა, არც შევა და ნურას უკაცრავად, ამას ჩემზე ვერავინ იტყვის, ამ საყვედურს ვერ მივიღებ" - ამბობს ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, უმრავლესობის წევრი სოსო ჯაჭვლიანი გაზეთ „ალიასთან" საუბარში. აქვე ჯაჭვლიანი ხაზს უსვამს, რომ ადამიანები, ვისზეც კომპრომატები არსებობს,  მაღალ სახელმწიფო თანამდებობებზე არ უნდა იყვნენ.


„სოსო ჯაჭვლიანი „ნაციონალებთან" კოჰაბიტაციაში არასდროს არ შესულა, არც შევა და ნურას უკაცრავად, ამას ჩემზე ვერავინ იტყვის, ამ საყვედურს ვერ მივიღებ. ჩემი საპარლამენტო გამოსვლები ამას ამტკიცებს, მაგალითად, ჩემი და გია ბარამიძის დაპირისპირება. რას გადავეკიდე ამ ბარამიძეს, მაგრამ, როცა აფრასიძეების მკვლელობაში დავადანაშაულე, დღემდე არ დაკითხულა და იცით, რატომ? იმიტომ, რომ იმდენი კადრები გამოქვეყნდა და კიდევ გამოქვეყნდება, აღმოჩნდება, რომ ვიღაც-ვიღაცები ვას-ვასებში იყვნენ. მე ხელს ვერავის დავადებ, მაგრამ ან ვიღაც მფარველობდა ბარამიძეს, ან ვიღაცებზე არსებობს კადრები და ამიტომაც სარგებლობს ხელშეუხებლობით, ზოგ-ზოგიერთები გამოჭერილი ჰყავს. კადრები რომ გავრცელდა, ყველამ ყველაფერი დაიგლიჯა, ამ კადრების გავრცელება როგორ გაბედესო. იმაზე კი არავინ ამბობს, რომ ისეთი ადამიანები, ვისზეც კომპრომატი არსებობს, მაღალ სახელმწიფო თანამდებობებზე არ უნდა იყვნენ", - ამბობს სოსო ჯაჭვლიანი.







 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner