„როგორ გაურბის „პრინციპული ქართველი“ ოდესელებს"- ამ სათაურით Правда.Ру ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, თუ როგორ გაურბის ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ოდესის ადგილობრივ მკვიდრ მოქალაქეებს.
„სააკაშვილი ოდესის ერთ-ერთ უბანში მივიდა, რათა წინასაარჩევნო პიარისთვის მოსახლეობასთან შეხვედრა გაემართა და მისი ამომრჩევლების რიცხვი გაეზარდა, თუმცა ვითარება საპირისპიროდ შემოუტრიალდა. სააკაშვილს მოსახლეობამ წრე შემოარტყა და სურდათ გამკალვებოდნენ, მაგრამ დაცვის საშუალებით მიხეილ სააკაშვილმა წასვლა მოახერხა",- წერს სააგენტო.