ბრიუსელში ვიზიტით მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ევროპარლამენტში სოციალ-დემოკრატების ალიანსის პრეზიდენტ ჯანი პიტელას და ვიცე-პრეზიდენტ კნუტ ფლეკენშტეინს შეხვდა.
შეხვედრაზე საქართველოს ევროპული ინტეგრაციისა და ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესის შესახებ ისაუბრეს.
ჯანი პიტელას განცხადებით, ევროპარლამენტში სოციალ-დემოკრატების ალიანსი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს. მათივე შეფასებით, საქართველოს მიერ შესრულებული ვალდებულებები ცხადყოფს, რომ საქართველო ვიზა-ლიბერალიზაციის მინიჭებას რაც შეიძლება სწრაფად იმსახურებს. როგორც სოციალ-დემოკრატების ალიანსის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, ალიანსი საქართველოსადმი მხარდაჭერას ყველა ევროპულ სტრუქტურაში დააფიქსირებს.
შეხვედრაზე საუბარი საქართველოში არსებული ვითარებას, მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებსა და რეგიონში განვითარებულ მოვლენებსაც შეეხო.