logo_geo
eng_logo
ჯანი პიტელა: საქართველო ვიზა-ლიბერალიზაციის მინიჭებას რაც შეიძლება სწრაფად იმსახურებს
- +

28 აპრილი. 2016. 10:38


ბრიუსელში ვიზიტით მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ევროპარლამენტში სოციალ-დემოკრატების ალიანსის პრეზიდენტ ჯანი პიტელას და ვიცე-პრეზიდენტ კნუტ ფლეკენშტეინს შეხვდა.


შეხვედრაზე საქართველოს ევროპული ინტეგრაციისა და ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესის შესახებ ისაუბრეს.



ჯანი პიტელას განცხადებით, ევროპარლამენტში სოციალ-დემოკრატების ალიანსი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს. მათივე შეფასებით, საქართველოს მიერ შესრულებული ვალდებულებები ცხადყოფს, რომ საქართველო ვიზა-ლიბერალიზაციის მინიჭებას რაც შეიძლება სწრაფად იმსახურებს. როგორც სოციალ-დემოკრატების ალიანსის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, ალიანსი საქართველოსადმი მხარდაჭერას ყველა ევროპულ სტრუქტურაში დააფიქსირებს.



შეხვედრაზე საუბარი საქართველოში არსებული ვითარებას, მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებსა და რეგიონში განვითარებულ მოვლენებსაც შეეხო.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner