logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: ვცდილობთ, გავაგებინოთ პარტნიორებს, რომ ვიზალიბერალიზაცია არ არის კავშირში მიგრაციის კრიზისთან
- +

23 თებერვალი. 2016. 00:00



„ვიზალიბერალიზაცია უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან ასოცირების ხელშეკრულება ისე ვერ იმუშავებს, თუ ადამიანებს არ ექნებათ გადაადგილების თავისუფლება და ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად სწრაფად მივაღწიოთ ამას,"-  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა პრაღაში, ქართველ სტუდენტებთან შეხვედრაზე განაცხადა.


პრემიერის თქმით, ევროკომისიის სრული შემადგენლობა ამ პროცესს მხარს უჭერს, თუმცა გარკვეული შეშფოთებები მოგრაციის კრიზისთან დაკავშირებით აქვს ზოგიერთ დიდ ქვეყანას,  როგორიც არის საფრანგეთი, გერმანია, ჰოლანდია.


ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, გავფანტოთ ეს ეჭვები. შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროები უცხოელ კოლეგებთან მჭიდროდ თანამშრომლობენ, რათა გავაგებინოთ, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაცია არ არის კავშირში მიგრაციის  კრიზისთან",-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ასევე ისაუბრა საქართველოში დაგეგმილ რეფორმებზე, მათ შორის - საგადასახდო სისტემაზე,  საგადასახადო ლიბერალიზაციაზე, მმართველობის რეფორმაზე.

 

ნებისმიერი გადაწყვეტილება, რომლის მიღებასაც მთავრობა აპირებს, წინასწარ იქნება განხილული საზოგადოებასთან. ასევე, მიგვაჩნია, რომ ინფრაქსტრუქტურული პროექტების დასრულება შეიძლება ორჯერ უფრო სწრაფად",- აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.


სტუდენტებთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, რომელიც მედიისთვის დახურული იყო.




 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner