logo_geo
eng_logo
ლევან წულაძე: მაქვს ილუზია, ოდესმე ისეთი სპექტაკლი დავდგა, რომლითაც სამყაროს შევცვლი
- +

29 აპრილი. 2016. 13:15


რეჟისორი ლევან წულაძე ჟურნალ „სარკესთან" ინტერვიუში საუბრობს იმ კრიტერიუმებზე, რის მიხედვითაც ირჩევს პიესას და ამბობს, რომ არ უყვარს აქტუალური პიესების გაკეთება, რადგან ეს მისთვის სიძველეს ნიშნავს.



„ახალგაზრდობაში იმ პიესებს ვდგამდი, რომლებიც არ მაღელვებდა და ვამბობდი, მაინც გავაკეთებ-მეთქი. მაშინ მეტი უდარდელობა მქონდა. ახლა იმ პიესებს ვეძებ, რაც მაინტერესებს და რომელსაც ჩემს მსახიობებს მოვარგებ. ზოგჯერ კონკრეტული იდეა მომდის და ვცდილობ, შევარჩიო პიესა, რომელსაც ჩემს იდეას მივუსადაგებ. აქტუალური პიესების გაკეთება არ მიყვარს, ეს ჩემთვის სიძველეს ნიშნავს. მოვლენები ძალიან სწრაფად იცვლება. თუ იმ მოვლენას დაეყრდნობი, რომელზეც ქუჩაში ლაპარაკობენ და დღეს იმის გაკეთებას დაიწყებ, აუცილებლად დააგვიანებ და ზეგ საინტერესო აღარ იქნება. არ უნდა შეეცადო, ქუჩაში მიმდინარე მოვლენებს დაეწიო. როდესაც ხალხი სასოწარკვეთილია, არ მინდება, კისერზე ფეხი დავაჭირო და დავახრჩო, პირიქით, ამ დროს „მალამო" სპექტაკლებს ვდგამ. როდესაც საზოგადოება თვითკმაყოფილია, მაშინ გამოფხიზლება სჭირდება", - ამბობს ლევან წულაძე.


აქვე ლევან წულაძე იტოვებს იმედს, რომ ოდესმე ისეთ სპეკტაკლს დადგამს, რომლითაც სამყაროს შეცვლის.


„არასდროს მქონია თვითკმაყოფილების შეგრძნება. როგორც ყველა რეჟისორს, ალბათ მეც მაქვს ფარული ილუზია, ოდესმე ისეთი სპექტაკლი დავდგა, რომლითაც სამყაროს შევცვლი. სამყაროს შეცვლა არ გამოვა, მაგრამ მაქვს ილუზია, რომ ოდესმე ჩემი სპექტაკლით ისეთ რამეს ვიტყვი, რომ მგელი და კრავი ერთად მოძოვენ, აღმოსავლელი ქალი ჩადრს მოიხსნის, ადამიანები გამოსწორდებიან და საუკუნოვან ცოდვებს მოინანიებენ. ალბათ სწორედ ამიტომაც ვრჩები ამ პროფესიაში", - ამბობს წულაძე.



წყარო: „სარკე“




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner