უკრაინული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს მთავარ სადაზვერვო განყოფილებაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ შავი ზღვის საჰაერო ზოლში, რუსეთის საჰაერო-კოსმოსურმა შეიარაღებულმა ძალებმა NATO-ს წევრი ქვეყნების წინააღმდეგ, საჰაერო-სადაზვერვო დარტყმების ცალკეული ელემენტები შეიმუშავეს.
კერძოდ, „ილ-20" ტიპის სადაზვერვო თვითმფრინავმა, რუმინეთის, ბუგარეთისა და თურქეთის კუთვნილი სამხედრო ინფრასტრუქტურის ობიექტების იდენტიფიცირებისა და ვინაობის გადამოწმების მიზნით, სადაზვერვო ფრენა განახორციელა.
„საკუთარ სივრცეში „ილ-20" ტიპის თვითმფრინავის თვალთვალს რუმინეთის საჰაერო ძალების კუთვნილი „მიგ-21" ტიპის ორი თვითმფრინავი და ბულგარეთის ავიაციის კუთვნილი ორი „მიგ-29" ახორციელებდა", - აცხადებს უკრაინის დაზვერვის სამსახური.