logo_geo
eng_logo
რუსეთმა NATO-ს წევრი ქვეყნების წინააღმდეგ საჰაერო დარტყმების ელემენტები შეიმუშავა
- +

29 აპრილი. 2016. 18:32



უკრაინული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს მთავარ სადაზვერვო განყოფილებაზე დაყრდნობით იტყობინება, რომ შავი ზღვის საჰაერო ზოლში, რუსეთის საჰაერო-კოსმოსურმა შეიარაღებულმა ძალებმა NATO-ს წევრი ქვეყნების წინააღმდეგ, საჰაერო-სადაზვერვო დარტყმების ცალკეული ელემენტები შეიმუშავეს.



კერძოდ, „ილ-20" ტიპის სადაზვერვო თვითმფრინავმა, რუმინეთის, ბუგარეთისა და თურქეთის კუთვნილი სამხედრო ინფრასტრუქტურის ობიექტების იდენტიფიცირებისა და ვინაობის გადამოწმების მიზნით, სადაზვერვო ფრენა განახორციელა.



„საკუთარ სივრცეში ილ-20" ტიპის თვითმფრინავის თვალთვალს რუმინეთის საჰაერო ძალების კუთვნილი მიგ-21" ტიპის რი თვითმფრინავი და ბულგარეთის ავიაციის კუთვნილი ორი მიგ-29" ახორციელებდა", - აცხადებს უკრაინის დაზვერვის სამსახური.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner