„ბიბისის" ცნობით, არგენტინის დედაქალაქ ბუენოს აირესში ყველა ღამის კლუბი დახურეს. შესაბამისი გადაწყვეტილება ადგილობრივმა სასამართლომ მას შემდეგ მიიღო, რაც ერთ-ერთ კლუბში მუსიკალური ღონისძიების დროს, ნარკოტიკების მოხმარების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაიღუპა.
მოსამართლეების გადაწყვეტილებით, ღამის კლუბებს მანამ აეკრძალათ მუშაობა, ვიდრე ქალაქის მერია უსაფრთხოების სათანადო ზომებს არ მიიღებს. მათივე ქმით, კლუბებში ნარკოტიკების მოხმარებაზე კონტროლის მიზნით, საჭირო ღონისძიებები უნდა გატარდეს.