logo_geo
eng_logo
Moody’s დაკრედიტებაზე სებ-ის ახალ საბანკო რეგულაციებს დადებითად აფასებს
- +

28 აპრილი. 2018. 16:09

 

 

Moody’s დაკრედიტებაზე სებ-ის ახალ საბანკო რეგულაციებს დადებითად აფასებს.

 

გავლენიანმა სარეიტინგო სააგენტომ საქართველოს ეროვნული ბანკის ის რეგულაცია შეაფასა, რომელიც 7 მაისიდან ბანკებს კლიენტების გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე სესხების გაცემას უკრძალავს. ახალი წესით, ბანკის მიერ გადამხდელუნარიანობის სრულფასოვანი ანალიზის გარეშე გაცემული ყველა სესხის საერთო თანხა არ უნდა აღემატებოდეს ბანკის საზედამხედველო კაპიტალის 25%-ს.

 

Moody’s-ის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ერთი მხრივ, ახალი რეგულაცია შეანელებს საბანკო ბიზნესის ზრდას, განსაკუთრებით, სწრაფად მზარდ და მაღალშემოსავლიან სამომხმარებლო დაკრედიტების სეგმენტში, თუმცა მეორე მხრივ, შეამცირებს სწრაფადმზარდი საცალო სესხების პორტფელის საკრედიტო რისკებს და ხელს შეუწყობს  შინამეურნეობების დავალიანების ზრდის შეჩერებას.

 

სააგენტო მიუთითებს, რომ საქართველოს ეკონომიკის და საბანკო სექტორის გამოწვევაა საცალო დაკრედიტება, რომელმაც ბოლო წლებში მკვეთრად გადააჭარბა ნომინალური მშპ-ს ზრდის ტემპს. რაც 2017 წელს 12 % იყო, საცალო დაკრედიტება კი, წლიურ ჭრილში 28%-იან ზრდას აჩვენებს.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner