logo_geo
eng_logo
პირველად 19 წლის მანძილზე რუსეთმა სამხედრო ხარჯები შეამცირა
- +

5 მაისი. 2018. 01:34

 

1998 წლის შემდეგ რუსეთის სამხედრო ხარჯები 2017 წელს პირველად შემცირდა - ნათქვამია მშვიდობის პრობლემების შესწავლის სტოკჰოლმის ინსტიტუტის (SIPRI) კვლევაში.

 

შემცირება აღმოჩნდა არც თუ ისე მცირე და ფორმალური - 2017 წელს კრემლმა ჯარის შენახვაზე 66,3 მლრდ. დოლარი დახარჯა, რაც 20% ნაკლებია ვიდრე 2016-ში.

 

„შეიარაღებული ძალების მოდერნიზაცია კვლაც რჩება რუსეთის ხელისუფლების ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტად, თუმცა ეკონომიკური პრობლემების გამო სამხედრო ბიუჯეტი მკვეთრად შემცირდა“, - ამბობს SIPRI უფროსი მეცნიერი მუშაკი სიმონ ვეზემანი.

 

ექსპერტებმა ასევე აღნიშნეს, რომ 2017 წელს ცენტრალურ და დასავლეთ ევროპაში სამხედრო ხარჯები პირიქით, გაიზარდა 12% და 1,7%-ით - პირველ რიგში რუსული საფრთხის გამო.

 

NATO-ს წევრმა რამდენიმე ქვეყანამ გადაწყვიტა სამხედრო ხარჯების გაზრდა. ნატოში შემავალი 29 სახელმწიფოს ჯამურმა სამხედრო დანახარჯებმა შეადგინა 900 მლრდ. ევრო - ეს არის მთლიანი მსოფლიო დანახარჯების 52%“ - ნათქვამია კვლევაში.

 

ექსპერტების აზრით, სამხედრო ხარჯების შემცირება რუსეთში აღმოჩნდა ყველაზე მასშტაბური მსოფლიოში 2017 წელს, ხოლო ყველაზე დიდი ზრდა დაფიქსირდა ჩინეთში - 12 მლრდ. დოლარით.

 

SIPRI აღნიშნავს, რომ აშშ კვლავ რჩება სამხედრო ხარჯების მხრივ უპირობო ლიდერად მსოფლიოში.

 

„2017 წელს აშშ-ს სამხედრო ხარჯები აღემატებოდა შემდეგი 7 უმსხვილესი სამხედრო ეკონომიკების მქონე ქვეყნების ჯამურ დანახარჯებს. 2017 წელს აშშ-ს სამხედრო ბიუჯეტი არ შეცვლილა, და ის შეადგენს 610 მლრდ. დოლარს“ - ნათქვამია მოხსენებაში.

 

2017 წლის დეკემბერში პუტინმა განაცხადა რომ 2018 წელს თავდაცვით მიზნებზე დაიხარჯება 2,8 ტრლნ. დოლარი, ანუ, 46 მლრდ. დოლარი - რაც ასევე ნიშნავს შესამჩნევ კლებას 2017 წლის 66,3 მლრდ.-თან შედარებით.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner