1998 წლის შემდეგ რუსეთის სამხედრო ხარჯები 2017 წელს პირველად შემცირდა - ნათქვამია მშვიდობის პრობლემების შესწავლის სტოკჰოლმის ინსტიტუტის (SIPRI) კვლევაში.
შემცირება აღმოჩნდა არც თუ ისე მცირე და ფორმალური - 2017 წელს კრემლმა ჯარის შენახვაზე 66,3 მლრდ. დოლარი დახარჯა, რაც 20% ნაკლებია ვიდრე 2016-ში.
„შეიარაღებული ძალების მოდერნიზაცია კვლაც რჩება რუსეთის ხელისუფლების ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტად, თუმცა ეკონომიკური პრობლემების გამო სამხედრო ბიუჯეტი მკვეთრად შემცირდა“, - ამბობს SIPRI უფროსი მეცნიერი მუშაკი სიმონ ვეზემანი.
ექსპერტებმა ასევე აღნიშნეს, რომ 2017 წელს ცენტრალურ და დასავლეთ ევროპაში სამხედრო ხარჯები პირიქით, გაიზარდა 12% და 1,7%-ით - პირველ რიგში რუსული საფრთხის გამო.
„NATO-ს წევრმა რამდენიმე ქვეყანამ გადაწყვიტა სამხედრო ხარჯების გაზრდა. ნატოში შემავალი 29 სახელმწიფოს ჯამურმა სამხედრო დანახარჯებმა შეადგინა 900 მლრდ. ევრო - ეს არის მთლიანი მსოფლიო დანახარჯების 52%“ - ნათქვამია კვლევაში.
ექსპერტების აზრით, სამხედრო ხარჯების შემცირება რუსეთში აღმოჩნდა ყველაზე მასშტაბური მსოფლიოში 2017 წელს, ხოლო ყველაზე დიდი ზრდა დაფიქსირდა ჩინეთში - 12 მლრდ. დოლარით.
SIPRI აღნიშნავს, რომ აშშ კვლავ რჩება სამხედრო ხარჯების მხრივ უპირობო ლიდერად მსოფლიოში.
„2017 წელს აშშ-ს სამხედრო ხარჯები აღემატებოდა შემდეგი 7 უმსხვილესი სამხედრო ეკონომიკების მქონე ქვეყნების ჯამურ დანახარჯებს. 2017 წელს აშშ-ს სამხედრო ბიუჯეტი არ შეცვლილა, და ის შეადგენს 610 მლრდ. დოლარს“ - ნათქვამია მოხსენებაში.
2017 წლის დეკემბერში პუტინმა განაცხადა რომ 2018 წელს თავდაცვით მიზნებზე დაიხარჯება 2,8 ტრლნ. დოლარი, ანუ, 46 მლრდ. დოლარი - რაც ასევე ნიშნავს შესამჩნევ კლებას 2017 წლის 66,3 მლრდ.-თან შედარებით.