logo_geo
eng_logo
ქეთევან მელიქიძე: არც კი გრცხვენიათ, ქართველებო!
- +

7 მაისი. 2018. 12:37

 

 

ჟურნალისტი ქეთევან მელიქიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

 

„ბიძია თომადან ძია ობამამდე...

 

რაც არ უნდა დაგვწამოთ, რასისტობას მაინც ნუ დაგვაბრალებთ, რაც ამერიკელმა მწერალმა ჰარიეტ ბიჩერ სტოუმ ჩვენ ზანგებზე, სწორედ ასე მოიხსენიებდა ის შავკანიანებს, გვატირა, ახლაც, გული მიკვდება „ბიძია თომას ქოხის“ გახსენებაზე! ზანგები მონობიდან კი გაათავისუფლეს, მაგრამ ვინც მათთვის ადამიანური პირობები, ანუ თეთრებთან გათანაბრება მოითხოვა, მარტინ ლუთერ კინგზე მოგახსენებთ, კიტრივით სწორედ ამერიკელებმა გააგორეს! ორი წლის წინათაც პოლიციელმა ახალგაზრდა 18 წლის შავკანიანს მხოლოდ იმიტომ ესროლა, რომ მოეჩვენა, ის ჯიბიდან რაღაცის ამოღებას აპირებდა! არადა, ბიჭი შეყვარებულს ტელეფონზე ესაუბრებოდა, ჯიბეში მობილურს ხომ არ ჩაიდებდა?! რამდენი მიუსაჯეს პოლიციელს? არაფერი, მოვალეობას ასრულებდა!

 

კი, მეც აღვშფოთდი, იმ ბიჭის ნათესავ-მეგობრებიც! მერე რა?! რეკლამაა!

 

და გადაცემაც დაიწყო „იმედზე“. პირველი ტყუილი დიდი ასოებით დაიწერა ფერადკანიანი სტუმრის გასწვრივ - პედაგოგი. კაცი ხილ-ბოსტნეულს ყიდის მაღაზიაში, ესაა მაგის პედაგოგობაც და ბიზნესიც, ბათუმში, გამსახურდიას ქუჩაზე 38 ნომერში, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს, ყავს ქართველი ცოლი, რომელსაც როგორც მეზობლები ამბობენ ხშირად ცემს, უყვარს დალევა და ქართველების გინება. აი, ასეთი „პედაგოგი’ მოიპოვა ჟურნალისტმა, რომელიც სტუდიაში დაპატიჟა, პაწა წაატრეინინგა კიდეც და ლუკა რაზიკაშვილისა და სულხან-საბას პირით „პაჩწი“ დედა აგინებინა ქართველებისათვის! მართალია პედაგოგიც კარგა გამოთაყვანებული შეხვდა ქართულად ტკბილმოუბარ ნიგერიელს, რადგან მწერლები და მათი ლექსები ერთმანეთში აერია, მაგრამ ეს ვერავინ შენიშნა გადაცემაში მონაწილე გენიალურ აუდიტორიაში. ნიგერიაში, სადაც თვე არ გავა, რომ ტერაქტებს სერიოზული მსხვერპლი არ მოჰყვეს, სადაც ტერორისტები ცოცხლად წვავენ ბავშვებს, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა უკიდურეს გაჭირვებაში, ბარაკებსა და სარდაფებში ცხოვრობს და ქუჩაში გამოსვლისა ეშინია, თურმე ყველაფერი კარგადაა და საქართველოში რასისტები ცხოვრობენ, თბილისელებს კიდევ მეგრელები ეზიზღებათ! თანაც ფეხბურთის ნაკრებიც თეთრებითაა დაკომპლექტებული! არც კი გრცხვენიათ ქართველებო, თამაშიც არ იცით და არც შავს არ ათამაშებთ! მეტიც, ნიგერიელმა უნდა გასწავლოთ სულხანმა, სანამ საბა გახდებოდა რომ დაგიბარათ „ძალა ერთობაშიაო?" აი, ეგ ადგილი კიდევ ერთად გავიაროთ, როგორ ერთობაშია ძალა ქართველების ნიგერიელებთან ერთად იყავითო, თუ ქართველები იყავით ერთადო?!“ - წერს მელიქიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner